რენესანსი - ვიკიპედია

                                        რენესანსი                                                         
           
რენესანსი, ასევე აღორძინება (ძვ. ფრანგ. Renaissance, ნიშნავს "ხელმეორედ დაბადებას"; იტალ.: Rinascimento, re- "ხელახლა" და nascere "დაბადება"), გაიგივებულია ევროპის ისტორიულ-კულტურულ ეპოქასთან, რომელმაც შეცვალა შუა საუკუნეები და წინ უძღოდა რეფორმაციას (თანამედროვე ეპოქის ადრეული პერიოდი). ამ ეპოქის ქრონოლოგიური ჩარჩოები XIV—XVI საუკუნეებია, დაიწყო რა იტალიაში გვიან შუა საუკუნეებში და მოგვიანებით მთელ ევროპაშიგავრცელდა.

აღორძინების ეპოქის განმასხვავებელი თვისება იყო კულტურის საერო ხასიათი და მისი ანთროპოცენტრიზმი (ანუ ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანისა და მისი მოღვაწეობის მიმართ). ღვივდება ინტერესი ანტიკური კულტურისმიმართ, ხდება რა მისი ერთგვარი "ხელახალი დაბადება", რაზეც თვით ტერმინი მიუთითებს.
ტერმინი "აღორძინება" გვხვდება უკვე იტალიელ ჰუმანისტებთან XVI საკუნეში (მაგ. ჯორჯო ვაზარი). თანამედროვე მნიშვნელობით ეს ტერმინი შემოიღო XIX საუკუნის ფრანგმა ისტორიკოსმა ჟიულ მიშლემ. ამჟამად ტერმინი "აღორძინება" გადაქცეულია კულტურული აყვავების მეტაფორად (მაგ. IX საუკუნის კაროლინგისეული აღორძინება).
იტალიური რენესანსი XV საუკუნეში წარმოადგენდა დასავლეთის კლასიკურ ანტიკურობასთან დაახლოებას, ცოდნის აბსორბციას, ყურადღების გადატანას ბედნიერი ცხოვრების მნიშვნელოვნებაზე ამწყოში (რელიგიური საიქიოსნაცვლად). მის სწრაფ გავრცელებას სხვა ფაქტორებთან ერთად ხელს უწყობს ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოგონება, რამაც ცოდნის გავრცელებაზე ჯაჭვური რეაქცია მოახდინა. ამასთან ხელოვნებაშიპოეზიაში და არქიტექტურაში ახალი ტექნიკის შექმნამ თავისდა წილად განაპირობა ხელოვნებისა და ლიტერატურის სტილისა და შინაარსის რადიკალური შეცვლა (ან ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, შემობრუნება კლასიციზმისკენ). იტალიური რენესანსი ხშირად გაიგივებულია "თანამედროვე" ეპოქის დასაწყისთან.
მართალია ანტიკურმა იდეალებმა დიდი როლი ითამაშა ახალი ხელოვნების შექმნაში, მაგრამ მაინც ეს იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნების (ბელგიაჰოლანდიაგერმანიაიტალია) განვითარების შედეგი. უპირველეს ყოვლისა, ეს განპირობებული იყო ადრეული კაპიტალისტური ურთიერთობების ჩასახვით და ბურჟუაზიული იდეალების (მატერიალიზმი) წინ წამოწევით. ადამიანი კვლავ ხდება მთავარი ფასეულობა, დგება ინტერესების ცენტრში. რაციონალიზმი, ჰუმანიზმი და ინდივიდუალიზმი ხდება რენესანსის ხანის შემოქმედთა მთავარი დევიზი — "რეალური ადამიანი რეალურ გარემოში".
თანამედროვე ისტორიკოსები რენესანსის მოდერნულობას სკეპტიციზმით უყურებენ, თვლიან რა რენესანსს როგორც ჰუმანიზმზე და კლასიკურობაზე დამყარებულ კულტურულ პროგრამას ან მიმდინარეობას, ვიდრე სრულიად ისტორიულ ეპოქას.                                                                                                                                                                                                                                                      
                                            ლეონარდო და ვინჩის არც ერთ ნახატში არ არის ასეთი სივრცის სიღრმე, როგორც „მონა ლიზაში“."მონა ლიზამ" მოიპოვა მსოფლიო აღიარება არა მარტო ლეონარდოს ხარისხიანი შესრულების გამო, რაც აოცებს მხატვრობის არაპროფესიონალ მოყვარულებსა და პროფესიონალებს. ნახატი წლების განმავლობაში შეისწავლებოდა ისტორიკოსების მიერ და უამრავ ასლს აკეთებდნენ მხატვრები, მაგრამ იგი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ხელოვანთა რიგებში იქნებოდა ცნობილი, რომ არა მისი გამორჩეული ისტორია.1911 წელს ნახატი მოპარულ იქნა და მისი პოვნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. იგი დაუბრუნდა მუზეუმს. ამ 3 წლის განმავლობაში კი „მონა ლიზა“ არ ჩამოსულა მსოფლიოს ცნობილ ჟურნალ-გაზეთთა ყდებიდან. არც არის გასაკვირი, რომ „მონა ლიზას“ ყველაზე მეტჯერ უკეთებდნენ ასლს, ვიდრე სხვა რომელიმე ნახატს. მას ეთაყვანებოდნენ, როგორც რენესანსის მსოფლიო       კლასიკისშედევრს.                                   რენესანსი - ვიკიპედია

Comments

Popular posts from this blog